ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქალაქია რეგიონში, მას უამრავი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული ტურიზმისა და მომსახურეობის სფეროში.

ბათუმის ყველაზე ცნობილი ძველი დასახელება “Porto Franco”-ა.

დღეს ბათუმი თანამედროვე ქალაქია, მყუდრო ისტოული ცენტრით, რომელიც მაქსიმალურად შენარჩუნებულია. ბათუმში, როგორც, მთელს საქართველოში, განვითარებულია ტურისტული და საგზაო ინფრასტრუქტურა. ყველა მიმართულებით მოძრაობს, თანამედროვე მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც, აღჭურვილია კოდიცირების სისტემებით, რაც, ცხელ ზაფხულში, დამატებით კომფორტს უქმნის ადგილობრივებსა და დამსვენებლებს.

ქალაქი განაგრძობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. 2020 წელს ექსპლუატაციაში შევა, ბათუმის ცენტრალური საფეხბურთო სტადიონი, რომელიც, UEFA-ს უმაღლესი სტანდარტებით აშენდა და გათვლილია 20 000 მაყურებელზე.

2018 წელს, ბათუმმა უვკე უმასპინძლა ევროპის ჩემპიონატს მძლეოსნობაში. ბათუმში წარმოდგენილია საუკეთესო, საერთაშორისო ბრენდული სასტუმროები. ქალაქის ფარგლებში 8 მსხვილი, აზარტული გასართობი ზონა და კაზინო მოქმედებს. ეს რიცხვი 2020 წელს 12-მდე უნდა გაიზარდოს.

უძრავი ქონების ბაზარი, ბათუმში მზარდი და დინამიურია. გაქირავების თვალსაზრით, სეზონური ხასიათია გამოკვეთილი თუმცა, სეზონურად ბინა ან აპარტამენტი ქირავდება დღიურად, რაც ზრდის შემოსავლებს. აქ ყურადღება უნდა მიექცეს, აპარტამენტის უნიკალურობას, მან ბევრი პოზიტიური გამოხმაურება უნდა შეაგროვოს, გაქირავების საერთაშორისო სერვისებზე, როგორიცაა: Airbnb, Booking, Ostrovok და ა.შ.

© powered by Resolution