“პორტო-ფრანკო” ბრიტანეთის იმპერიის ნავსადგურს წარმოადგენდა. ბათუმი 21-ე საუკუნის საქართველოს მშვენება და რეგიონის ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი ქალაქია, სადაც ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის მყუდრო ისტორიული ცენტრი და ქალაქის ახალი, ცათამბჯენებითა და მოდერნული შენობებით სავსე ნაწილი.
კარგად განვითარებული ტურისტული და საგზაო ინფრასტრუქტურა, სტუმართმოყვარე მოსახლეობა და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თავისუფალი სული, ბათუმს განსაკუთრებულ მიმზიდველობას სძენს.
ქალაქი მუდმივად იზრდება და განაგრძობს ინფრასტრუქტურის განვითარებას. 2020 წელს ექსპლუატაციაში შედის, ბათუმის ცენტრალური საფეხბურთო სტადიონი, რომელიც, UEFA-ს უმაღლესი სტანდარტებით აშენდა და გათვლილია 20 000 მაყურებელზე. აქ ნახავთ უამრავ საინტერესო არქიტექტურულ ძეგლსა და სკულპტურას. ცალკე ყურადღებას იქცევს უნიკალური, მე-19 საუკუნეში შექმნილი ბოტანიკური ბაღი და ბათუმის ბულვარი, რომელიც მთელს სანაპიროს გასდევს.
ბათუმში წარმოდგენილია ისეთი საერთაშორისო სასტუმროები, როგორებიცაა Hilton, Sheraton, Radisson და ა.შ. ქალაქში რვა უმსხვილესი კაზინო მოქმედებს. მათი რიცხვი 2020 წლისთვის 12-მდე გაიზრდება, რაც მას მეტ მიმზიდველობას სძენს აზატული თამაშების მოყვარულთათვის. “გუმბათი ჯგუფი” - გთავაზობთ, შემოსავლიან აპარტამენტებს, ქალაქის მასშტაბით, როგორც, დასრულებულ, ასვე მშენებარე კორპუსებში, შემდგომი გაქირავების სერვისით.
უძრავი ქონების ბაზარი, ბათუმში სტაბილურად მზარდი და დინამიურია. გაქირავების თვალსაზრით, შეიმჩნევა სეზონური ხასიათი, თუმცა სხვადასხვა ფაქტორის გამო ზაფხულის გარდა ქალაქს ვიზიტორები სხვა დროსაც სტუმრობენ. აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონების ბაზარზე თანაბრად ლიდერობენ, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნების მოქალაქეები.